↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · სიბრძნე და ციტატები

სამშობლო - დედის ძუძუი, არ გაიცვლების…

რაფიელ ერისთავი 1824–1901

1 წთ საკითხავი1762 ნახვა

—
"სამშობლო - დედის ძუძუი, არ გაიცვლების სხვაზედა... როგორც უფალი, სამშობლოც, ერთია ქვეყანაზედა...“
სადაც ვშობილვარ, გავზრდილვარ და მისროლია ისარი,სად მამა-პაპა მეგულვის, იმათი კუბოს ფიცარი,სადაც სიყრმითვე ვჩვეულვარ, - ჩემი სამშობლო ის არი.არ გავცვლი სალსა კლდეებსა უკვდავებისა ხეზედა,არ გავცვლი მე ჩემს სამშობლოს სხვა ქვეყნის სამოთხეზედა!..
მე მირჩევნია შავი კლდე, თოვლიან-ყინულიანი,ორბი რომ ბუდობს, ჩაჩქარით გადმოჰქუხს ბროლიწყლიანი,ჯიხვი და არჩვი მეყოფა, ხორცი აქვს მარილიანი...არ გავცვლი სალსა კლდეებსა უკვდავებისა ხეზედა,არ გავცვლი მე ჩემს სამშობლოს სხვა ქვეყნის სამოთხეზედა!..
ბარად რომ ვიყო ლაღადა, სული მთისაკენ იხარის,სალი კლდე ანდამატივით გულს სულ იქითკენ იხარის,იქ მიშობს შავი სიკვდილი, ბარში სიცოცხლეც იმწარის!..არ გავცვლი სალსა კლდეებსა უკვდავებისა ხეზედა,არ გავცვლი მე ჩემს სამშობლოს სხვა ქვეყნის სამოთხეზედა!..
ბარად რომ მომცე დიდება, ქონება უთვალავია,სასახლე ოქროს ტახტითა, ჯარი და ზღვაზე ნავია,არა ვინდომო ეგენი, არ მოკვდეს ჩემი თავია...არ გავცვლი სალსა კლდეებსა უკვდავებისა ხეზედა,არ გავცვლი მე ჩემს სამშობლოს სხვა ქვეყნის სამოთხეზედა!..
სამშობლო, დედის ძუძუი, არ გაიცვლების სხვაზედა,ორივ ტკბილია, ძმობილო, მირჩევნის ორსავ თვალზედა,როგორც უფალი, სამშობლოც ერთია ქვეყანაზედა...არ გავცვლი სალსა კლდეებსა უკვდავებისა ხეზედა,არ გავცვლი მე ჩემს სამშობლოს სხვა ქვეყნის სამოთხეზედა!..
რაფიელ ერისთავი

რაფიელ ერისთავი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

პოეზია · სიბრძნე და ციტატები

აფორიზმები „ვეფხისტყაოსნიდან“

შოთა რუსთაველი XII ს.

25 წთ საკითხავი3728 ნახვა

პოეზია · სიბრძნე და ციტატები

ჩემი ხატია სამშობლო,სახატე მთელი ქვეყანა...და რომ…

აკაკი წერეთელი 1840–1915

1 წთ საკითხავი3456 ნახვა

პროზა · სიბრძნე და ციტატები

სამშობლო როსკიპი ქალი არაა, მთვრალს რომ…

ნოდარ დუმბაძე 1928–1984

1 წთ საკითხავი2207 ნახვა

პოეზია · სიბრძნე და ციტატები

სიკეთით სძლიე შენს მტერსა, ერიდე სისხლით…

ილია ჭავჭავაძე 1837–1907

1 წთ საკითხავი1967 ნახვა

პოეზია · სიბრძნე და ციტატები

ხარს ვგევარ ნაიალაღარს,რქით მიწასა ვჩხვერ, ვბუბუნებ…

ვაჟა-ფშაველა 1861–1915

1 წთ საკითხავი1864 ნახვა

პროზა · სიბრძნე და ციტატები

მიწა და ღმერთი ზედმიწევნით ჰგვანანო ერთ…

კონსტანტინე გამსახურდია 1893–1975

1 წთ საკითხავი1669 ნახვა

დესპანი