პოეზია · ლირიკა
დედაენა
რაფიელ ერისთავი 1824–1901
ღვთისგან გაჩენილს ყოველს სულიერს,ორფეხს თუ ოთხფეხს, სუსტსა თუ ძლიერს,მცურავს თუ ფრინველს, მღილსა მიწიერს,ფუმფულას თუ მწერს, მძრომსა ბიწიერს,მის_მისდა გვარად ებოძა სმენა,ებოძა ღვთისგან მათ მათი ენა.
რომელი როგორ ხმარობს ენასა,როგორ გვამხილებს თვისსა ლხენასა,ან მწუხარებას, ჭირს და წყენასა,ვაებას, ჩივილს, გულის ტკენასა,_გამგებელია ამისი ზენა.ვინც გვიწყალობა ჩვენ დედაენა…
ეს ვიცით მხოლოდ, რომ ღვთის ნებასავინც კი გადავა,_შეჰხვდეს ვნებასა…ვერც ვუღალატებთYჩვენ ბუნებასა,მისსა კანონსა, განჩინებასა…მაშ რას გვარგია იმისი წყენა,რომელმაც მოგვცა ჩვენ დედაენა?..
მტრედი ვერ შესძლებს კატის ჩხავილსა,ბულბული_ყროყინს, თევზი_კნავილსა,კრავი უმანკო_მელის ხავილსა,გვრიტი_ჭიხვინსა, ბუზი_ბღავილსა!…ამ წესსა ვხედავთ ღვთიურსა ჩვენა,აქ სჩანს ბუნება და დედაენა!..მიყვარს მე ენა ჩემის მშობლისა,რომლითაც ,,ნანას” მეტყოდა ისა,ალერსს მაგონებს დედისას ტკბილსა,ჩემის ტოლების მღერა_ჟღივილსა!…ენით ვხცოცხლვარ, მით მიყვარს ლხენა,მიყვარს სამშობლოს მე დედაენა!