პოეზია · ლირიკა
მამულო ჩემო
რწმენით გმსახურებ და მადლობასროდი მოველი,კორდი ყოველი, მთის თუ ბარის,ღმერთის განძია,გეთქმის ვარძია, ნიკორწმინდა,სვეტიცხოველი,ხმები ფხოველის, შორეთიდან,ერთვის ტანძიას.მტერი დღესაც გყავს ვერაგი დაისტორიული,ისტერიული ყიჟინა ქუხსმშობელ მიწაზე,ბჭობენ რიწაზე, დაგვავიწყონის დრო მზიური,თითქოს ტყიური ვამპირებიროკვენ ნიშანზე.რატომღა სდუმან ძვალთსაცავნიდასაფიცარიდა სხვა ვინც არის: ქეთევანი,უტა, მინდია,უქმად მიგდია ფარ-ხმალი დადასტა ისარი,დაჰკარ ღვთის ზარი. გულში ცეცხლიუტყვად მინთია.შენი ბრალია, ომარ ხაიამ!ღვინის, ქალების, სიმღერის, ვარდის,ეშხით ვარ მთვრალი – ოჰ, რა ხანია,ვისი ბრალია? (კამათი არ ღირს),შენი ბრალია, ომარ ხაიამ.თუ ბოჰემურმა შემიპყრო ვნებამ,მზერა მომტაცა ჭიამაიამ,ვის დაბრალდება, თუ კი მაქვს შვება?შენ დაგბრალდება, ომარ ხაიამ.სიცოცხლის თასი ბოლომდე შევსვი,დამიმეგზურა ხან მზემ, ხან იამ,მე შენი კალმის ჩურჩული მესმის,შენი ხმა მესმის, ომარ ხაიამ.