პოეზია · ლირიკა
ზაფხული
რაფიელ ერისთავი 1824–1901
გაზაფხული გაგვიფრინდა,გაითოხნა სიმინდები,თივა დადგეს, ანეულსადასდგომია ამინდები.აგერ, აგერ ყანებშია“ჰოოპუნას” იძახიან,ჩამოგვიცხა, ჩამოგვიცხაქერს მორჩნენ და პურსა მკიან.მტრედი, გვრიტი და ქედანიიქ ირევა ნამჯაშია,მაგრამ მომკლებს ვინ აჯობებსმღერასა და გარჯაშია!შახე იმ ერთს, გულ-გაღებულს,თავზე ქუდი არა ჰხურავს,ხელსახოცი შუბლს წაუკრავს,დასძახის და ოფლში სცურავს!შახე ერთი მეთაურსა,შახე იმის ნამგლის ტრიალს,ყური უგდე მუშის გუგუნს,ყური უგდე იმათ გრიალს!..აბა შახე, რა ერთგულადყველა ყანას ეტანება...მღერიან და კიჟინებენ,“ჰოოპუნას” იძახიან,ჩამოგვიცხა, ჩამოგვიცხა,ქერს მორჩნენ და პურსა მკიან...ყველა ცდილობს მეტი მომკოს,ეჯიბრება აქ ძმა ძმასა,იძახიან: “ულო, ულო!”მეძნეური უკრავს ძნასა.მღერიან და კიჟინებენ,“ჰოოპუნას” იძახიან,ჩამოგვიცხა, ჩამოგვიცხა,ქერს მორჩნენ და პურსა მკიან.რიგი მიაქვთ საძნე ურმით,რიგსა ჰლეწენ სოფელშია.წვრილ-ფეხობა კევრზედ უდგა,ხარი ხვნეშის უღელშია...ქალი, კაცი, გოგო, ბიჭი,ეზიდება ზამთრის სარჩოს,— ვაშა, ვაშა მუშა ხალხსა,ღმერთმა იმათ გაუმარჯოს!..
1881 წ.