↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

აღდგომა

რაფიელ ერისთავი 1824–1901

2026-07-181 წთ საკითხავი1375 ნახვა

—
შუაღამე გადავიდა,ასტყდა, ასტყდა ზარის რეკა,დიდი ზარიც ბოხს ხმას აძლევს,ზარბაზანმაც დაიჭექა!..ადექ გიგო, ადე, ადე!ხალხი მიდის საყრდისკენა,ადე ჩქარა, ტანთ ჩავიცოთ,დავგვიანდით მარტო ჩვენა...ყველა ახლით მოკაზმულა,ხელთ უჭირავთ კელაპტრები;ადე, ბიჭო, ტანთ ჩაიცვი,მაგ საბანში რაღას ძვრები?!აგერ ზარებს მოუხშირეს,ხალხი იყრის მეტანიას,საყდრები სულ ლაპლაპებენ,გარს უვლიან ლიტანიას!..მოვიკაზმეთ და გავსწიეთ,ეკლესია მხიარულობს,ყველას ტუჩზედ ღიმი უქრის,მღვდელი გალობს და ლოცულობს!..აგერ მღვდელმა შეიძახა:,,ქრისტე აღდგა!” და ჩვენც ცქვიტადვუპასუხეთ სუყველამა:,,ჭეშმარიტად! ჭეშმარიტად!..”ქრისტე აღდგა!_ მიყვარს ეს დღე_მიყვარს, მიყვარს, მიყვარს დიდად;მოდი, გიგო, გადაგკოცნო!,,ქრისტე აღდგა!”_ ,,ჭეშმარიტად!..”მოდი, კვერცხი კვერცხსა დავკრათ,მაგრა იყავ და კირკიტად...,,ქრისტე აღდგა! ქრისტე აღდგა!”_,,ჭეშმარიტად! ჭეშმარიტად!..”
რაფიელ ერისთავი

რაფიელ ერისთავი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი