↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ქანდაკება

იათაშვილი შოთა

2017-10-122 წთ საკითხავი6930 ნახვა

—
რამ გაყო ხელი ფეხისაგან,რას ვარგიან უერთმანეთოდ,სახელიც ხომ საერთო აქვთ – კიდურები,ან: ხელ-ფეხი – უფრო მარტივად.ალიყური თუ გტკიცა ვინმემ,იცოდე, ხელი არ შეუბრუნო,მეორე ლოყა მიუშვირეო...პანღურზე ნათქვამი არაფერია,მაგრამ ნამდვილად იგულისხმება,მავანმა ჭიტლაყი თუ გკრა, კი ნუმოინდომებ ანგარიშის დაბრუნებას,მეორე დუნდულა მიაგებეო...მაგრამ ასე ვინღა იქცევა,და იყო დრო,ხელი გაერტყა კი არა და,ხელთათმანიც რომ ესროლა ერთს მეორისთვის,ის ხელთათმანი სასიკვდილო ტყვიად გულშიუბრუნდებოდა...და იყო: წერდა ხელი ლექსებს,მერე იგივე ხელი ხელთათმანს ისროდა დადასაწერ ლამაზ, ბრძნულ სტრიქონებს ღუპავდა დათავს იღუპავდა...მერე ეს დროც გადაშენდა,თუმც გონებიდან რა ამოშლისსროლის ასეთ რიტუალს დააი, აგერ,უბედური ქვეყნის ერთმა უჩინარმა ჟურნალისტმაჩემებურად ვისროლე ერთხელ...ჰო, რამ გაყო ხელი და ფეხი,განა რამე სხვაობაახელთათმანსა და ფეხსაცმელს შორის?და აჰა, ესეც ჩემი დუელი:ეი, მისტერ ბუშ,ახლა უკვე ჯერი თქვენზეა,შეგიძლიათ დამიმიზნოთთქვენი ქვეყნის უკლებლივ ყველა ზარბაზანი,შეგიძლიათ მომაჭრათ ფეხი,შეგიძლიათ გამაქროთ, მაგრამიცოდეთ, რომმე დავრჩები სამარადისოდ,დავრჩები, ვითარცXXI საუკუნის რომანტიკოსი პოეტი, ვითარცXXI საუკუნის პუშკინი ან ლერმონტოვი,მე, უბედური ერთი ქვეყნის უჩინარი ჟურნალისტი –სახელად მუნთაზერ ალ ზაიდი,რომელმაც აუგო ხელთუქმნელი ქანდაკება,მართალია, არა მთლიანად საკუთარ თავს,არამედ მხოლოდ თავის ფეხსაცმელს,მაგრამ იცის დარწმუნებით, ვით პუშკინმა, რომამ ხელთუქმნელი (თუ ფეხთუქმნელი?)ქანდაკებისკენ ბილიკს ბალახიარასოდეს,არასოდეს არ მოედება!
იათაშვილი შოთა

იათაშვილი შოთა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი