↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ქალაქში, მტვერში, წაიქცა კაცი

იათაშვილი შოთა

2026-07-181 წთ საკითხავი6930 ნახვა

—
ბესიკ ხარანაულს
რა კარგია, რომ მიხვდი,რომ დღეს ბედნიერი ხარ,დღეს,გადატყავებული ხელისგულებით,ჩაჭრილი მაჯით,დასერილი შუბლით,ჩალურჯებული იდაყვით და მუხლით,ბედნიერი ხარ,რადგან ბოლოს და ბოლოსჭეშმარიტად დაეცი,დაეცი ერთხელ, ორჯერ, სამჯერ -დაეცი შენი ქალაქის მტვრიან ქუჩებში,დაეცი შენი ქვეყნის პირველი პოეტის ბინიდანფორიაქით და ბორძიკით გამოსული,დაეცი და მიხვდი -მიხვდი, რომ ჭეშმარიტად დაეცი -დაჰყურებ გადატყავებულ ხელისგულებს,სისხლი, ვით მელანი,თითებისაკენ ჩაედინება,კალმისტრისაკენ იკვლევს გზას,და შენც წერ ლექსს,ახალ, უცნაურ ლექსს დაბედნიერი ხარ,რადგან პირველად ცხოვრებაშიჭეშმარიტად დაეცი და იცი უკვე,რას ნიშნავს ეს -დაეცე -დაეცე შენს ქალაქში,შენს ქუჩაში,შენი ხალხის თვალწინ,შენი ხალხის ფეხებთან,დაეცე,დაეცე,დაეცე...რათა წამოგაყენონ,რათა მიგიყვანონ სახლში,რათა მოგიარონ,რათა მოგეფერონ,და შენც , - ერთხელ ჭეშმარიტად დაცემულმა, -ადგე და მშვიდად განაგრძოდაცემულთა მარადი გზა...
19 მაისი, 2007 წელი.
იათაშვილი შოთა

იათაშვილი შოთა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი