პოეზია · ლირიკა
* * * მე მიყვარს, როცა ყანაში გახვალ
ლადო ასათიანი 1917–1943
მე მიყვარს, როცა ყანაში გახვალდა მოგაგებებს სიმინდი ლახვარს.
მე მიყვრს, როცა ყანაში გახვალდა დილის ნამით გაილუმპებითუ ეს ერთხელაც არ განგიცდია,სიტყვის უთქმელად დაიღუპები.
ან როცა იწყებ სიმინდის მოროდსდა ფეხზე სველი მიწა გეყრება...თუ ეს იგრძენი, ცხოვრების ბოლოსცვრიანი სიტყვა არ გაგეყრება.
მე ქალის თმების სურნელის მსგავსადვეტრფი მოხნული მიწის ოხშივარს,ამიჩქამდება სისხლი ველურიდა ვაჟკაცური ლექსი მომშივა.
მე ქალის თმების სურნელის მსგავსადმათრობს სიმინდის ულვაშის სუნი...ლექსის სათქმელად რომ ვემზადები,ვარ ოჯალეშით გულდასისხლული.
მე მხოლოდ მისი სახელი მიყვარს,ვისაც სიცოცხლე ამგვარად მიჰყავს,
და მხოლოდ მისი ცეცხლი მედება,ვისაც ასე სწამს შემოქმედება.
1938