პოეზია · ლირიკა
* * * აბასთუმანში პატარა გალია
ლადო ასათიანი 1917–1943
აბასთუმანში პატარა გალიასახლია მთის ძირში მიდგმული,ამ სახლში წაბლისფერთმიანი ქალია,დიდბუნოვანი და დიდგული.მე, როცა თამარის ციხიდან მოვდივარდა ირგვლივ ღამეა უკუნი,როდესაც დაღლილი სხეული ღონდებადა ისმის ხეობის გუგუნი,როდესაც ეცემა ბილიკზე მეათედუბელო ღრუბელი საზარიდა დაღლილ-დაქანცულ ლაჟვარდებს მიათრევსმდინარე ლოდების ზანზარით, _პატარა სახლიდან, შარაგზის პირამდე,უეცრად იფეთქებს ნაძვნარი;ეს _ იგი გამოჩნდა და ბილიკს მინათებსმისი ნაწნავების ხანძარი.აბასთუმანში პატარა გალიასახლია მთის ძირში მიდგმული,ამ სახლში წაბლისფერთმიანი ქალია,დიდბუნოვანი და დიდგული.
1941