↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

განგაში, ჟამთადენა რომ ლამობს

ხალვაში ფრიდონ

2016-05-121 წთ საკითხავი52786 ნახვა

—
განგაში, ჟამთადენა რომ ლამობს,აწვება ყოფნას, როგორც წამება,იმ მოსალოდნელ სიკვდილის გამო,რომელსაც კაცი არ ენანება.დგახარ თუ მიხვალ,სულ თავთან დავობ,ჩურჩულებ მთებთან, გზებთან,ყანებთან,იმ მოსალოდნელ სიკვდილის გამო,რასაც არავინ არ ენანება.
შენ არ წუწუნებ: _ თავო და თავო,შენ გებრალება კაცი თავნება,იმ მოსალოდნელ სიკვდილის გამო,რასაც არავინ არ ენანება.
1993
ხალვაში ფრიდონ

ხალვაში ფრიდონ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი