↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

გარდაიცვალა ტირიფის ჩრდილი

ხალვაში ფრიდონ

2016-05-121 წთ საკითხავი52773 ნახვა

—
გარდაიცვალა ტირიფის ჩრდილი,
მზეს დედამიწა გადაეფარა,
ფერი მორევის და ფერი ლილის
შეწუხებულმა მთებმა დაღვარა.
მამალი დაჯდა ქლიავის ტოტზე,
ნიავმა ბუხრის კვამლი დაღალა,
ამაღამ ნეტავ რა უნდა მოხდეს?
რა უნდა მოხდეს ნეტავ ამაღამ?
1967
ხალვაში ფრიდონ

ხალვაში ფრიდონ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი