↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * ისევ ერთად მივალთ მთვრალი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2006-09-131 წთ საკითხავი95295 ნახვა

—
ისევ ერთად მივალთ მთვრალიმე და ჩემი ძველი დარდი,ზამთარს წაჰყვა თებერვალიდა თებერვალს მიჰყვა მარტი.
ნიაღვრებად მიდის წვიმა,როგორც მკრთალი სიმზე სიმი.არავინ არ გაგვიღიმა,არც გვჭირდება მათი ღიმი.
რა შეიქმნა უსაშველო,სიკვდილსაც რომ აღარ გვაცლი!ჩამოგვეხსენ, გულის მკვლელო,ვერა, სულს ვერ ამოგვაცლი!
1935
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი