↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * ისეთი დღეა

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2026-07-181 წთ საკითხავი95288 ნახვა

—
ისეთი დღეა, გული მხოლოდგრძნობით დათვრება.ისეთი დღეა - გამარჯვებასრომ ეკადრება!მაგრამ უეცრად ყოველივემოიჩადრება,რაღაც შემაკრთობს... და კვლავ ომიმომენატრება.
ცას ვარსკვლავები მოჰფენოდენბრწყინვალე ზეწრად,მათთან ჩემს გრძნობებს სიხარულისგზა მიმოეცრათ.რა სივრცე იყო, რა სილაღე...მაგრამ უეცრად -გამახსენდები... და კვლავ ომიმომენატრება.
ამგვარი არის ჩემი ყოფნადღითა და ღამით,ის უკურნებლად დაიდაღაომების შხამით.საუკუნით რომ ლაღი ვიყო,მტერი ერთ წამითგამახსენდება... და კვლავ ომიმომენატრება.
ყოველ ქართველში ომის ტრფობაძველისძველია,მეც ასეთი ვარ და ვერვისთვისგამიმხელია.სიცოცხლე მინდა. უშენოდ ის,ოჰ, რა ძნელია.გამახსენდები... და კვლავ ომიმომენატრება.
1930
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი