↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

დროის მერანო

ჭურკვეიძე მადონა

2009-08-121 წთ საკითხავი592 ნახვა

—
სად გარბიხარ დროვ და ჟამო, ფეთიანო მერანო,რატომ გინდა დამიშავო, ურცხვად გამავერანო?თავს რომ ხანი მოითოვე მომეტებულ ქულებად,რა მიზეზით მოინდომე ჩემი განადგურება?
შემომხედე დროის რაშო, სად იჩქარი ნეტავი,შენებურად ნუ ფარფაშობ, ნუ ხარ გაუხედნავი?!გული ისევ ისე ფეთქავს, ხელარმოუცარია,შენ რაც ჩემთვის უნდა გეთქვა, ადრე არის ძალიან.
ჭარმაგობა რატომ გშია, რომ დამჩხავი ყვავივით,ჯერ კვირტობის ასაკშია ჩემი სულის ყვავილი,ვერ დამიჭკნობ მზეს და ჩეროს, რაცარუნდა იჭექო,სჯობს სიჩქარე შეანელო, არსად გადაიჩეხო.

ჭურკვეიძე მადონა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი