↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

რომელი მქვია

ჭურკვეიძე მადონა

2009-08-121 წთ საკითხავი592 ნახვა

—
იქნებ გავიგო ადრე თუ გვიან,აზრები ასე რატომ მერევა,ამ სულის პატრონს რომელი მქვია,სასჯელი ვარ, თუ ბედნიერება.
მივყვები აღმართს ვიწროს და ქვიანს,მზე მაფოფინებს უცხო ფერებად,ნეტავი ვისთვის რომელი მქვია,სასჯელი ვარ, თუ ბედნიერება?
ქარს აწეწილი ფიქრები მიაქვს,თან მაშინებს და თან მეფერება,მინდა ვიცოდე რომელი მქვია,სასჯელი ვარ, თუ ბედნიერება?

ჭურკვეიძე მადონა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი