პოეზია · ლირიკა
ქარო
მე იმედი ხელის გულზეყინულივით მადნება,დამარბიე ქარო თუ გსურს,ნუღარ მოგეხათრება.
არაფერი შემრჩა უკვე,საფრთხილო და საცავი,გადათელილ კორდზე ვწევარ,დამჭკნარ ნარცისასავით.
არც სიცოცხლე ჰქვია ამას,არც სიკვდილის ნაპირი,ვეღარ ვხვდები რომელ ცეცხლზედავიფერფლო თავ-პირი.
იქნებ ჩემი სულის გვემა,ერთობ ამოიმარგლოს,ქარო, ისე გადამკარგე,რომ ვერავინ მიმაგნოს.