↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

მე მახსოვს ერთი საღამოს ფერი

ერისთავი თამარ

2016-06-121 წთ საკითხავი744 ნახვა

—
მე მახსოვს ერთი საღამოს ფერი,მე მახსოვს ერთი წყნარი საღამო,ყველაფრისფერი, არაფრისფერი,ოცნებასავით დაუსაბამო.ვიდექი მარტო, ვიდექი გარეთ,არ ჩანდა ცა და ცის დასავალი,არ იყო დღე და არ იყო ღამე,არც წარსული და არც მომავალი.იყო მიწა და იყო სიცოცხლედა იდუმალი, მყუდრო საღამო,ყველაფრისფერი, არაფრისფერი,ოცნებასავით დაუსაბამო...და მინავლული ნათელი მზისაშემორჩენილი მთებსა და ხრამებს,გრძნეული ძალით მაძლევდა ნიშანს,რომ კიდევ ძლიერ შორს იყო ღამე.
ერისთავი თამარ

ერისთავი თამარ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი