პოეზია · ლირიკა
იწვის და ანთია
წარმართის ბეჭედიმე დასტურ არ მაზის,თუმც დამდევს ზმანებაიმ ძველი არმაზის,სადაც ქვესკნელიდანხმა ისმის ზემოთ:– ზევახ,სიცოცხლეო ჩემო!და მოდის ეს ვნებაგულებში თარეშით,როგორც მყვირალობაირმების არვეში;ბნელ საუკუნეთაღამე რომ ათია,იწვის და ანთია,იწვის და ანთია,ამ თვალთა მიმტაცი,ამ გულთა მიმტაცი,მშვენება კარპაკისდა სერაფიტასი,რომლებმაც ოდესღაც,ერთ ღამეს მთვარიანს,იმღერეს ტრფობის დასიცოცხლის არია,და თუმცა წავიდნენ,მაინც აქ არიან,შემორჩნენ ჟამთასვლასმზიანს და ქარიანს;და ღვთიურ განგებითანთია ლანდები,ლანდები შორებიდა განუშორები;და ალბათ ეოლისგრძნეული ქნარია,რომ ეხმატკბილებაიმ უკვდავ არიას;ეს გრძნობის სიმძაფრედა სინარნარეა,და ქარმაც ამიტომსხვაში არ გარია.