პოეზია · ლირიკა
*** "როცა ფიქრივით ხმაურობს ქარი"
როცა ფიქრივით ხმაურობს ქარიდა როცა წვიმა ფილაქანს ალტობს,დაიძვრის ქუჩა ნაბიჯით ჩქარით,ქუჩა სახლებში შეხიზვნას ნატრობს.შევა, შეჰყვება გუნება მძიმედა მღელვარება ნაბიჯის ჩქარის,სახლებს გარედან ეხლება წვიმა,სახლებს გარედან აწყდება ქარი.შიგ დგას სიჩუმე თეთრი ეშვებითდა შავი ლანდი უძრავი ბარგის,ქუჩა ფანჯრიდან გადაეშვებადა ფეხშიშველა წვიმაში გარბის.როცა ფიქრივით ხმაურობს ქარიდა როცა წვიმა ფილაქანს ალტობს,ქარს მისდევს ქუჩაA ნაბიჯით ჩქარით,დაეხეტება წვიმაში მარტო.