პოეზია · ლირიკა
ახალი მთვარე კახეთში
გიორგი ლეონიძე 1899–1966
მთვარე ხორცით გაივსო.მოსწყდა უნაზეს მუცელს,აბრეშუმის საბუდარსმთვარე ხორცით გაივსო.
ხსნიან რუმბებს მარნებში,ყოჩი დაკლეს მყვირალიმოზვერი საგაისო.
უბნებში გადადიანცეცხლები ყირამალამღერის ვაჟთა კრებული,ყივჩაღურად თამაშობსგოგი ჩამკვირვებული...
სოფელზე წამოვიდამთვარიანი მორევი,გომბორს მთვარე დაადგაგამოსული ლორივით...იორის ნაპირებზეისევ ისმის „აისე!“. . . . .მთვარე ხორცით გაივსო.
1922