პოეზია · ლირიკა
ახალი მინდვრების სიმღერები
გიორგი ლეონიძე 1899–1966
ზღვის ქაფისაგანცხენი შემდგარა,მიწის წვეთიდან -ფიჭვი მაღალი,ზეცას მიარტყამსოფლი ხალხისაერთ საგუბარშიჩამონაღარი.
აქაფებულისიმღერა მინდადა მოჩეხილისიტყვის ლაწანი,როცა მამითადსუწვება ყანა -ნამგლების ცეცხლითგადასაწვავი!
...მშვიდობით,სოფლის ორღობეებო,აღარ შეგრჩებათარც ერთი ღობედა ვეღარაფერსვეღარ გაჰყოფენ.გადიხსნებიანვიწრო ეზონი,ვით მშობიარექალის თეძონი.
როგორც მუწუკი,ამოვარდებაჩაფესვებულიშავი ყორღანი,რამდენი იყოამ ერთ ქვისათვისმკვდარი, ნაცემი,ნაკატორღალი!
და კვირისტავებგადამტვრეულიდაეყრებიანოფლგადენილი,მამაპაპურიკავი, გუთანი,როგორც მკვნესარეპაპა, ბებია,როცა თავს ადგათსულთამხუთავი!
დაჩუმდებიანზარებთან ერთად,ვინ ეყოლებათმათ შემნახველი,დე, თან წაიღონ,გამოიტირონქართლის მინდორთაწყნარი ნაღველი!
ახალი მდევიგასთქერავს მინდვრებს,და ჩაულეწავსნეკნებს ტრამალსა,ამოაბრუნებს საბუდრიანადკორდებს, ხარვეზებსდა ნატამალსა!
და პარტახებიუძოვრიანიჭაობი, შქერი,ბრწამლის რტოება,მსხმოიარობითგადაიხდიანსაუკუნებრივგამარტოებას!
გემშვიდობებით,კალოვ ძნიანო,გამოფილწულოხვავის ნიავო,ათასი წლობითკევრზე ვზუზუნებ,ოროველათი მიტირნიაო!
მშვიდობით, ჩემოქოჩორა ჭალავ,წისქვილის თავზეწნორო მწუხარევ,დაჟანგებულიფურცლები ქარსაუკანასკნელადგადაუყარეთ!ჩაგაფრინდებათკაპასი ცულიდა ნაფესვარებსგაჰგლეჯს ნიჩაფი,ნაოხარ მიწასრკინამურქინა,როგორც ზღვის მუცელსურქენს ვეშაპი!
შავო კამეჩო,შავად დამწვაროჩემო ბეხია,ეხ მწვანიანო,მყუდრო ალაგო!სოფლის ლაჟვარდიჩამოგვეხია,ახლა კი დროაჩავიქალაქოთ!
სულ სხვა ვარსკვლავიცაზე შემოჯდა,მიწას დააცხრაჯავშანთ კრებული,შესაცვლელიაჩემი სიმღერაცყელის ძარღვებშიჩაკერებული!ნუღარ ვუშველითდა გადავარჩენთ,სჯობს გაწყდეს იქა,სადაც წვრილია,ნუღარ მიბღავი,შენი ზმუილისხვა სიმღერებითხომ შეცვლილია............................ახალ ცხოვრებას ეშურებიანქვებიც - ტაძრებში ნამძინარევი,ხვალ სხვანაირად იელვარებენ,ცანი -ვარსკვლავთასაცივარები!
1929