↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ახალო ქართლო, მიწავ ქართლისა

გიორგი ლეონიძე 1899–1966

2015-05-131 წთ საკითხავი20326 ნახვა

—
ახალო ქართლო, მიწავ ქართლისა,შემოვეფარე შენ სიმართლესა,შენ საფარველსა ვარ მონდობილი...ცოტა მაჩუქე ღალა და ზეთი,ეგებ ავანთო სინათლის წვეთიჩემი გულიდან გამოდნობილი...დე, ჩემმა ლექსის ნერგმა მარადღეშენი წიაღის წვენით იხაროს,გამფოთლე შენი ძუძუს წყაროთი,თავზე მზის ცვარი გადავიყარო!შენი სიმაგრის კარზე ვიმღერი:მომეცი შენი ლერწამის ღერი,რომ ჩემს კაბადონს ზე დაჰნათოდესნათელი შენგან გამოტეული,შენი ოცნება გულზე მათოვდესშენ, დამტევნელო დაუტევნელის...მე ჩავისუნთქე შენი მზის სიტკბო,დე, გულის ოქრო დამიბადაგოს,დე, მან დაფერფლოს გული, დადაგოს,თავისუფლების დროშის ქადაგო,ახალო ქართლო, მიწავ ქართლისა,ჩემო დიდებავ, სანიადაგო!
გიორგი ლეონიძე

ავტორი

გიორგი ლეონიძე 1899–1966

გიორგი ლეონიძე დაიბადა 1899 წ. სოფელ პატარძეულში (საგარეჯოს რაიონი). 1918 წ. დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია, სწავლობდა თბილისის ახალგაზრდულ ქართულ უნივერსიტეტში.

ყველა ნაწარმოები (303) →

გიორგი ლეონიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი