↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ახლოს მოიწი, სამშობლოს გულო!

გიორგი ლეონიძე 1899–1966

2025-05-132 წთ საკითხავი19199 ნახვა

—
1ვაზდაბურულო,გაზაფხულურო,სიკვდილისათვის გზადახურულო,გთხოვ, ერთი სიტყვა მეც დამანებო...ადგილის ფუძევ,ჭყონდიდის მუხავ,ბაზალეთურო ლერწმოვანებო!მომძახის ზეცა მარაგიანი,მტევანელვარე ვაზი ურიცხვი,მიყვარს სიმღერა არაგვიანი,არ ვიგვიანებ სიყვარულისთვის.როგორც ზღვის წყალით ძღება ღრუბელი,მეც მშობელ მიწის ორთქლით ვიზრდები,გვალვა რას მიზამს გადამბუგველი,მბანენ ჭოროხისდა მტკვრის ზვირთები.ახლოს მოიწი, სამშობლოს გულო,სითბო მსურს შენი...მცივა უშენოდ,ეგების მარგო რამ სავარგულო,ადგილის დედას რითმე ვუშველო!
2ფრესკათ ღიმილნო,ცეცხლის თვალებო,მე რომ ვერ ვთბებიქვენს უალებოდ:თბილისომსხვრეულ ნარიყალათი,რომ არ იცოდა,ერის ღალატი!დედას თონეო,რუსთავის ბრძმედოდა მოდანდგარენავთსადგურებო,თმოგვის,ვარძიისჩაბდღვნილო მკერდო,დიდოსტატებისნასადგურალნო!ქვებო, თამარისსუნთქვით მსუნთქველნო,მთებო, რომ ვერა ვმღერი უთქვენოთ...ფიჭვის ძუძუვ დაცაცხვის სურნელო,მთაწმინდის იავ,გმირთა მზრუნველო!და, გორის ციხევ, გაუტეხელო,არმაზო, დავლავ სალამანდრების,სისხლო სულისა, გულის მერხევო,ბროლნო,ზურმუხტნო, წვიმა-ავდრების,ჩონგურის ყელო,აკვნის ფიცრებო,ქალიშვილების ნაზნო მზერანო,რუსხმულთ ჩქერანო,ქართლის მერანო, -მომეშველენით!მას გეხვეწებით,მინდა ვთქვა ლექსითქვენი შეწევნით!
3წარსულის ცრემლო,მომავლის ცეცხლო,მამათმთავრებო, -შუქის კაცებო,წამით მაჩუქეთსიცოცხლე თქვენი,და თუ ვერ ვიტყვისიტყვას აწეულს, -მომეცით ნება,მომეცით ნება,თქვენი გულისხმავაქვეყნიერო...თქვენი მკლავებიჩემს გულზე დნება,რომ ჩემი სიტყვაგააფხვიერონ!რომ იერიშითლექსი ავიღო,აღტეხილებით,გულახურებით:სადაც გინდ ვიყო,სადაც არ ვიყო,მარად ჩემს მამულსვემსახურები!დე, ჩემი სიტყვაკრთოდეს უკუნში,დე, ელვარებდესქართლის მახვილში;დე, მთებმა ჩართონთავის გუგუნში,მინდვრებმა -თავის გამოძახილში!მეც ვაზის რქა ვარ,ხომ, ნართვლევარი!ლექსებზე ღამეგანათევარი!თუკი ვიტყოდესამშობლოს სათქმელს,მეც ავენთებიმცირე ცვილადო.მზე ჩემი წილინაფრქვევი სარკმელს -ისიც სამშობლოს მივუწილადო!
1966
გიორგი ლეონიძე

ავტორი

გიორგი ლეონიძე 1899–1966

გიორგი ლეონიძე დაიბადა 1899 წ. სოფელ პატარძეულში (საგარეჯოს რაიონი). 1918 წ. დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია, სწავლობდა თბილისის ახალგაზრდულ ქართულ უნივერსიტეტში.

ყველა ნაწარმოები (303) →

გიორგი ლეონიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი