↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

აფხიარცა

გიორგი ლეონიძე 1899–1966

2015-05-131 წთ საკითხავი20327 ნახვა

—
ზღვის და მთების მომღერალო,რომ სწურავდი ცრემლს, ხან ბალღამს,დღეს დამშვენდი ხალხის გულზე,ვარდი შენ ხარ, ოქროს ტალღაც!სულ მესმოდა შენი თრთოლა,შენი ჟღერა, შენი ხმაცა,ფანდურის ძმავ, ხმადამტკბაროაფხაზურო აფხიარცა!ერთ არწივის ორი ფრთა ხართ,ერთი დიდი გულისთქმაცა!წყალი მიდის წყალისაკენდა ძმობილი ძმობილს ეძებს,მეგობარო ძველისძველო,გული თაფლით შემიწებე!თურმე მზის და ხალხის შორისდიდი, დიდი თოვლი იდო,ცამ რაც ნამი ჩამოყარა,წინაპართა ცრემლი იყო!გვეყო, გვეყო, რაც წარსულმაყანა დაღმა დაგვიფარცხა,ჩვენს აკვანში ვარდი ჰყვავის,მზეში სცურავს ჩვენი ფაცხა.ერთად ჟღერდეთ, როგორც არსად,ფანდურო და აფხიარცა!ერთ არწივის ორი ფრთა ხართ,ერთი დიდი გულთისთქმაცა!
*აფხიარცა ეწოდება ხალხურ მუსიკალურ საკრავს აფხაზეთში.
გიორგი ლეონიძე

ავტორი

გიორგი ლეონიძე 1899–1966

გიორგი ლეონიძე დაიბადა 1899 წ. სოფელ პატარძეულში (საგარეჯოს რაიონი). 1918 წ. დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია, სწავლობდა თბილისის ახალგაზრდულ ქართულ უნივერსიტეტში.

ყველა ნაწარმოები (303) →

გიორგი ლეონიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი