↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ატილლა

გიორგი ლეონიძე 1899–1966

2025-05-131 წთ საკითხავი19201 ნახვა

—
შენი სულია დაუჭედელი,ახალ მიჯნაზე ვერავინ გხედავს,მდუღარე ქარში გაუჭენდებიაპოკალიპსის მესამე მხედარს.
შენ მოთარეშობ ავი ხაზარი,სისხლის ნატბევარს მიე მდევარი;მოცეცხლე ველი,წივის ხანძარი,იწვის ქალაქთა გასადევარი.
დაჰხსენ ევროპის კარს ურდულები,რაშის თქარუნით ლეწავ გვირგვინებს,ახლაც შორიდან გვეშურდულები,ჩვენც, ღვთის მათრახო, შემოგვირბინე.
გადააბრუნე ჩვენი დროება,მიგვეცი რისხვით ცეცხლის საფქვავებს,შემოგვესიე მთვრალ ურდოებად,დალეწე ყველა, რაც ჩვენ გვაბრმავებს.
ჩვენი ხატები ისროლე კარში,გამოუცხადე ჩვენ ღმერთს დუელი;ტყვე დემონებით ეტლების ქარშიმობრძანდი, როგორც ემმანუელი.
1920
გიორგი ლეონიძე

ავტორი

გიორგი ლეონიძე 1899–1966

გიორგი ლეონიძე დაიბადა 1899 წ. სოფელ პატარძეულში (საგარეჯოს რაიონი). 1918 წ. დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია, სწავლობდა თბილისის ახალგაზრდულ ქართულ უნივერსიტეტში.

ყველა ნაწარმოები (303) →

გიორგი ლეონიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი