პოეზია · ლირიკა
შუაღამე
(ტერენტის)
ვუყურებ, თუმცა ვერ ვიმეტებ,სანთელზე ფრთებდამწვარ ფარვანას,ერთი დღის ნაბოძებ იმედებს,ნათლისკენ სწრაფვაში ავანებს.
და უკანასკნელზე მეც ვფიქრობ,სულის იმ ღვთაებრივ როკვაზე,მომეცა ცოტათი მეტი დრო,რომ სამას სამოცი მოვხაზო -
ანუ წრე... ყოველთვის მსდევდა თანსურვილი, როგორაც ფარვანებს...სინათლე გაალღობს სევდას დათვალებში სინესტედ ავანებს...
სხვა დილა სულ სხვა გათენებით,სიფრთხილით ჩამაცვამს სამარეს,და გაიჟღინთება ვენებიბინდით, - ეს დუმილის ხმა არის.