პოეზია · ლირიკა
შორის
და ეს სიშორე საოცარ წრეს ქმნისჩემში და იწვევს ცრემლნარევ ხარხარს,რომ ერთი სიტყვა დგას ახლა ჩემთვისმიყვარხარსა და აღარმიყვარხარსშორის და "შორის" არის ეს სიტყვა,შორი სულით და ახლო სპირიტით,რომელიც ორი სიტყვით რომ გითხრა,მთავრდება შენით, ანუ პირიქით.