↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ბარდნალა

ლადო ასათიანი 1917–1943

2023-05-122 წთ საკითხავი10112 ნახვა

—
რა კარგი იყო ბარდნალა,ბარდნალელების ბორანი,ვარდებიანი ბარდნარი,ბულბულთა ნაამბორალი,ჩემი ხორგო და მარანი,ჩემი ცეცხლი და ღადარი,სახლის წინ ნაგრიგალარი,გაფითრებული ჭადარი,ჩემი კავი და სახნისი,ჩემი თონე და ბეღელიდა დედა, დიასახლისი,ჯანღონე გაუტეხელი,ჩემი პაწია ქოთანი,დუღილით ნაქოთქოთარი!რა კარგი იყო ბარდნალა,როგორი სათაყვანები!ვარდებიანი ბარდნარიდა გუმარეშის ყანები!თოხი პირგამოპირული,გაციებული ბინული...გახსოვს, ტყეები? ირიბადხეზე დაკრული თარჯები...ვერ დაივიწყებ, ვინც გიყვარს,შეყვარებული დარჩები...გახსოვს, ცხენისწყლის ნაპირი,თევზაობა და აპრილი?გახსოვს, მაჭრით რომ გავბრუვდითდა ძლივს რომ მივაბიჯებდით,სახლში რომ ვეღარ დავბრუნდითმისგან დამთვრალი ბიჭები?გახსოვს, ღვინიან შემოდეგსაივანზე რომ შემოვდექ?გახსოვს, აფთარი ზამთარი,ან გაზაფხული - პირიქით?გახსოვს, ამტყდარი ავდარიდა სარეწკელას ბილიკი?გახსოვს, სოფელი ლარჩვალიდა მეწისქვილე დამხრჩვალი?გახსოვს, ჩვენ ორნი მარტონიდა ვარდიგორას ხანძარიდა დიდი გუჯუ ბატონითავისი ქამარ-ხანჯალით?ხან ისე იყო, ხან ასე,გახსოვს, ცაგერის ჭალაზე?ეჰ, რა იქნება ხელახლადაიწყებოდეს თავიდან,რაც დროის დენამ შელახა,რაც დროსთან ერთად წავიდა!რა კარგი იყო ბარდნალა,როგორი სათაყვანები!შენ, მამაჩემო, რად დარდობ,რამ დაგისველა თვალები?ან შენ სადა ხარ, დედილო,რომ ლექსი გამაბედვინო?!რად არ ჭიხვინებს ვეებალაფშა, ლაგამის მკვნეტავი -ჰეი, ბავშვობის დღეებო,დაბრუნდებოდეთ ნეტავი!რა კარგი იყო ბარდნალა,ბარდნალელების ბორანი,ვარდებიანი ბარდნარი,ბულბულთა ნაამბორალი!
1940
ლადო ასათიანი

ლადო ასათიანი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი