↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ბაბუაჩემი

ლადო ასათიანი 1917–1943

2014-05-131 წთ საკითხავი4968 ნახვა

—
ის, მისი დღე და წუთისოფელი,როცა სწყუროდა, სულ ღვინოს სვამდა,იდგა ბუხართან ხელადა სველიდა უღვიძებდა ბაბუას მადას.ენამზიანი და ზამთრის გულშიტკბილი ქართულით მოლაპარაკე,ჰყვებოდა მშვიდად ბუხრის გუგუნშისაბა-სულხანის იგავ-არაკებს.არ იშორებდა წელზე სატევარს,ბატონკაცური შვენოდა წვერი,უყვარდა ლხინში ღამის გათევა -მოგონებები ძველთაგან-ძველი.უყვარდა მოხუცს ხმალამოწვდილიქართველის ეშხი და სილამაზე,უყვარდა შვილი და შვილიშვილიც,ამღერებული არწივის ხმაზე.
1938
ლადო ასათიანი

ლადო ასათიანი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი