პოეზია · ლირიკა
არწივები
გიორგი ლეონიძე 1899–1966
მომწონს მე ფიცხი მერცხალი,მისი ქროლვა და ფეთება,თუ სახლზე ბუდეს მიაკრავს,სახლს ლხინი დაებედება!ბრიალებს ტურფა ხოხობი,სტყორცნის ალს არემარესა;შეიფრთხიალა ბულბულმადა გული გამიალერსა...მაგრამ მე მიყვარს არწივი,სიმაღლე უყვართ არწივებს!შუა გაჰკვეთენ განწირვით,ვინც მის გზას დაუქარწვიმებს!ავლენ მზესთან და მღერიან,მზეში ფრთას გადაარწევენ,უყვართ სიმაღლის ნათელი,სიმაღლე უყვართ არწივებს!..კარგია არწივის ფრთიდან, ―სტვირზე გმირული გალობა,თუ არწივული სიმღერალექსის ხმას დაეწყალობა!კარგია არწივის ფრთები, ―თუ გმირის მხრებში გამოვა!“მომცეს ფრთანი და ავფრინდე,მივხვდე მას, ჩემსა ნდომასა;დღისით და ღამით ვხედვიდემზისა ელვათა კრთომასა!”
მიყვარს არწივთა სამშობლო,არწივიანი, ორბეთი, ―იქ იწოდება არწივადგმირების წინამორბედი!