პოეზია · ლირიკა
ციხის სიზმარი
ლადო ასათიანი 1917–1943
როცამთვარე შეწყვეტს კაშკაშსდა ბნელს შემოიხვევს,ისე, როგორც დაღლილ ვაჟკაცს,მძიმედ სძინავს ციხეს.სძინავს ციხეს ნატამალიხმაც არ აკრთობს სმენას,სძინავს ციხეს და თამარისსაოცნებო სენაკს.სძინავს, ფიქრებს ალამაზებსდა სიზმარში ხედავს,რომ მის ბებერ გალავანზეარწივები სხედან.რომ კვლავ ისმენს ძველთა ველთანიავ-ქარის ნანას,რომ მის ბებერ საძირკველთანქართველები დგანან,რომ დილისკენ, როცა დნებამუქი შუქი მთვარის,გალავანზე გადმოდგებასაქართველოს თვალი.იხურება ჯიხურებადდაღრუბლული სივრცე,დედოფალი იყურებაარტანუჯის მხრისკენ.სძინავს ციხეს, ჯანიანითრთის და სიზმრად ხედავს:ეს ქართველთა ჯარი არისთუ უღრანი ხელთა,ეს ნისლია ჩვენებური-მზესავით რომ მოჩანს,თუ ქართველთა ძველებურიჩალისფერი დროშა.ვისკენ მოაქვთ ეს ალმები,ვის უხდიან ჩაჩქანს.ეს - თამარი ესალმებასაქართველოს ლაშქარს.იხურება ჯიხურებადდაღრუბლული სივრცე,ეს - თამარი იყურებაარტანუჯის მხრისკენ.სძინავს ციხეს, მაგრამ დილითმზე რომ იწყებს კაშკაშს,ეღვიძება, როგორც ძილითდასვენებულ ვაჟკაცს.ეღვიძება, როგორც სისხლითგაგიჟებულ მხედარს.ეღვიძება, მაგრამ ძილშინახულს ვეღარ ხედავს,ვეღარ ხედავს, გაავდება,აშლის ხავსის ბალანსდა გრუხუნებს ნაადრევიგაზაფხულის გვარად.მერე ისევ ალამაზებსსიზმრით თავის სვე-ბედსდა ხავსიან გალავანზეარწივები თვლემენ.