↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

გარშემო დგება მზიანი სივრცე

ტერენტი გრანელი 1898–1934

2016-09-121 წთ საკითხავი10102 ნახვა

—
გარშემო დგება მზიანი სივრცე,და ელვარებენ იქ სარკეები,ნელა მიდიან ფიქრები ცისკენ,ნელა მიდიან მარტის დღეები.მე მინდა ისევ გრიგალში შესვლადა ისევ მოდის მაღალი ფიქრი.და პოეზია ტრიალებს ეხლა,მხოლოდ ტერენტი გრანელის ირგვლივ.და ჩემი დებიც მალე მოვლიან,დღეა გაფურჩქვნის და აყვავების.ორი მარტია, მთაზე თოვლია,შორს დაფრინავენ ცაზე ყვავები.და დღეა თეთრი, და დღეა ვარდისდაქრიან ქარნი, ეს დღე არ თბება.რამდენი ცრემლი, რამდენი დარდი,რამდენი ფიქრი და გამართლება.
ტერენტი გრანელი

ავტორი

ტერენტი გრანელი 1898–1934

ტერენტი გრანელი (კვირკველია) დაიბადა 1898 წლის 3 ივნისს (ძვ. სტ.) წალენჯიხაში, ღარიბი გლეხის სამსონ კვირკველიას ოჯახში. ხუთი წლისაც არ იყო, რომ დედა გარდაეცვალა. სამსონმა ცოლად შეირთო დარია მებონიას ქალი, რომელიც საბედნიეროდ, მეტად სათნო დედინაცვალი გამოდგა. ტერენტის ორი და ჰყავდა - მაშო და ზოზია. დედინაცვალს განსაკუთრებით ტერენტი ჰყვარებია. მორწმუნე დარიას…

ყველა ნაწარმოები (57) →

ტერენტი გრანელი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი