პოეზია · ლირიკა
AVE (ხუთი მინიატურა)
კანტალეხოდან ეგ ტუჩები ისე შორია,ვინსენტ… ყურის ძირში მეჩურჩულები:უნდა გავფრინდე… ავე!
ნუ გადაუფრენ ამ მარჯნიან სანაპიროებს,რომ ჩამოვარდე, რიფებია, დაიღუპები,მარია, მარია,ავე!ყვრიმალებთან გეჩურჩულები.
Jesus
შიში დავძლიე, გადავახტი პირველ ბარიერს,ეს სიხარული, ბავშვობის და შენი ბრალია,გამომყევი დაუცილობლად გაპოვნინებო,დაგიჯერე დაავე, ავე, ავე იესო!
შენ
დამშეულ მგელს რომ,ზამთრის პირზე დაბურძგლავს ტანზე,ეგრე ვარ ეხლა,შენ ტუჩებს ვეძებ,ავე შენ!
CEZAR
ბაზრის ჭუჭყიან შესასვლელშითევზის გამყიდველიძვირადღირებული სუნამოსიაფფასიან “ორეულს”ხარბად სუნთქავს: მისტიურია.ავე ცეზარ!
მე
ყველა მეფე მკვდარია,თვინიერ ჩემი,ყველა ჭირი ჩხირია კედლის,თვინიერ ჩემი,ავე მე!