პოეზია · ლირიკა
იოანეს ლოცვა
მამაო ჩემო,რომელი ხარ და რომელიც ხარ,
დავიღალე,
მიწიდან,მე,მიწამდე...
ტანსაცმელი რომელიც მაცვია -მაწუხებს;
ცხოვრება რომელიც ავიწყე -ბლეფია;
მეგობრები რომლებიც მიყვარდა -დავხოცე;
ცა, სადაც მიუწვდომლად გინახავდი -დავიპყარი,
და შევლახე.შევიტანე ეჭვი,შევიტანე მიწა,
ცაში
და ციდანმამაოდაგაბრუნე მიწაზე,
ჰოსპიტალებში და ლაბორატორიებში.გამოგიყვანე ეკლესიებიდან;
ეკლესიები ტურისტულ ცენტრებად ვაქციე;
სიტყვები - ფუჭად,ღამე - გავანათე,
განვკურნე ადამიანებიჩემივე დაავადებულნი,ჩემნაირი ადამიანები.
ცას შენს ნაცვლადთანამგზავრები გამოვაკარი,ჩემი თვალები კამერებია...
მე იოანე ვარ მამაო,მე ვწმენდ შენ სახეს,შენ სახედ შექმნილ არსებებს
ამყავს ახალ ოლიმპოებზე.
მამაო ჩემო,რომელი ხარ და რომელიც ხარვიცი აღარ ხარ ცაში და არც ცაზე
მოვედინსუფევაჩემი,
რამეთუ მე ვარ სახე შენი დასახედ შენი.