↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

კრატერები

გოგოჭური მინდია

2026-07-181 წთ საკითხავი1661 ნახვა

—
ნეტავ, ვინ ცხოვრობენ ამ მილიონებიან სახლებში,ერთი შემახედა საღამოთი და დამანახა,ჩემსავით ოცნებებში ჩაფლული ადამიანები,სახეზე ჩემნაირი ნაიარევებით.
ასე მგონია, რომ ფარდის იქით სხვა სამყაროა,მე გავიხდი ყველაფერს დავიცეკვებ განათებულ ქუჩაზე,თოლიები კი იფრენენ და იფრენენ...
რა ადვილია, ესაუბრო სიყვარულზე იმას, ვინც არ გიყვარს,როგორ ვერ ვიტან ლაქუცს...და პლანეტების წვეულებებზე, როგორ გეხვევა დედამიწა,შენ არ იმჩნევ და მაინც ეკუთვნი.როგორ გიტრიალებს მარსიდა შენ წვავ...ნეტავი, ჩაქრე, მზეო, დაეს ბოზი დედამიწა მოიცილო.მე ყველაზე შორს ვარ შენგანდა კრატერები ჩემს ზედაპირზე მხოლოდ და მხოლოდსაშუალებაა მეტი კონტაქტისთვის შენს გრძნობებთან.შენ კი გგონია, რომ მე მახინჯი ვარ ნაიარევებით,ალილუია!!!
და იფრინონ თოლიებმა,და გავანათოთ ქუჩები,და მიიღოს მეფემ მეფის,და სანამ ჩაქრები მზეო, სანამ იმღერებ ურმულს,მე შევიხედავ სახლებში, რომლებიც შორია ჩემგან;რომლებიც არაა ჩემი...და კრატერებს - ადამიანების სულში,კრატერებს ადამიანების ხელებზეშევახებ შენს სხივებს...მე ოცნებებს ვასწავლი!
გოგოჭური მინდია

გოგოჭური მინდია: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი