პოეზია · ლირიკა
მეფე ერეკლე
გოდერძი ჩოხელი 1954–2007
ფანტიამ წერილი გამოართვა, უბეში ჩაიდო და იმის მერე ხალხს აგროვებს.-არ იცის,რომ მეფე ერეკლე ცოცხალი აღარ არის???-რა იცის, გიჟია-მეთქი, ხომ გითხარ.ფანტიამ სალაღოს ქვიშიანი გორი ჩამოირბინა და მაღაზიის წინ გაჩერდა მოსაუბრეებთან.-ჩემო თამისანო!-თქვა ჩურჩულით.-საქართველო ხომ გიყვართ?-გვიყვარს.-ხოდა, უნდა წამომყვეთ, ასი კაცი უკვე მოვაგროვე სალაღოში, მთელი სოფელი მომყვება.-სად მიდიხართ?-საქართველოს უჭირს, მეფეს უნდა მივეხმარნეთ, წამოხვალთ?-მე რომ მაღაზიას თავს ვერ გავანებებ?-ეგა?-მე ლექსსა ვწერ.-რაზე?-საქართველოზე.-ხოო,საქართველოზე თუ სწერ...პანტიამ წყალი დალია ლოფლებში წავიდა ხალხის შესარიგებლად. ერთ კვირაში შემოიარა გუდამაყარი და ყვალა სოფლიდან თითო კაცი წამოიყვანა,ისინიც თავისსავით გიჟები, ჭკვიანი არავინ გამოჰყვა.-ასოცდაექვსი, ასოცდაექვსი, ასოცდაშვიდი, ასოცდარვა, ასოცდაცხრა, ასოცდამეათე მე ვარ, ითვლის ფანტია პირიმზის მინდირზე შეკრებილ გიჟებს, რომლებიც ხმალ-ხანჯლებით არიან შეიარაღებულნი.დაანთეს სანთლები და გაიარეს არაგვის ღორღიანი ჭალა. იმის მერე აღარც მობრუნებულან.-სად წავიდნ?-ქალაქში ჩასულან და მეფე ერეკლეს უკითხავსთ.-მერე?-მერე ყველანი სურამის საგიჟეთში წაუყვანიათ. ეხლა ცარიელიღა მათი სოფელი .მარტო არსენაღა ცხოვრობს. რა ცხოვრობს, დღე და ღამე არბის და ჩარბის სფლიდან არაგვამდე.-რა არბოლებს?-რა ვაცი, ეგეთი სიგიჟე სჭირს, დღეში ასჯერ ადის-ჩამოდის. აგე,ჩამოვიდა, გინდა სკითხოთ?-ვკითხოთ?-არსენ!-რა გინდა? -მაღაზიის წინ,სუფრასთან ჩამომსხდარ მოიქეებთან გაჩერდა არსენა.-სად წავიდნენ შენი სოფლელები?-საქართველოს უჭირს და იქ წავიდნენ.-შენ რატომ არ წახვალ?-მე არ წამიყვანეს , ბევრს დარბიხარო.-მალე მოვლენ?-აღარ მოვლენ.-რატომ?-ფიცი დადვეს, ცოცხლები არ დავბრუნდაბითო.-ვინ უთხრა რომ საქართველოს უჭირს?-მეფის დაძახილი იყო, მეფის დაძახილი!-შენ, გეტყობა, არ გიყვარს საქართველო, თორემ წახვიდოდი,-შეგულიანება დაიწყეს არსენას.-მე კი არა, თქვენ არ გიყვართ.-უყურე ამ გიჟსა, ვინ გათხრა,რომ არ გვიყვარს!თუ გიყვარდეს, არ ისხდებოდით, ირბოლებდით მაინცა, ირბოლებდით,-თქვა არსენამ და აღმა გაიქცა.მერე მთელი დღე აღმა-დაღმა დარბოდა.