პოეზია · ლირიკა
მე რომ ვიყო გაზაფხულის დილა
გოდერძი ჩოხელი 1954–2007
და უბეში მთის ნიავი მეჯდეს,მოვიდოდი სუყველასთან ფრთხილადდა იმ ნიავს მოგისვამდით გვერდზე.მე რომ ვიყო შემოდგომის ქარიაქეთ-იქით რომ ატოკებს ხეებს,ვიქნებოდი, ვიქნებოდი წყნარი,რომ მეფიქრა სიყვარულით თქვენზე.მე რომ ვიყო შავ სიკვდილის ცელისუყველას რომ განურჩევლად სცელავს,გავლღვებოდი, რომ არ ვიყო მჭრელი,ჩაგივლიდით, ჩაგივლიდით ყველას.და იცოდეთ, შევასრულებ ნატვრას,მე გავხდები გაზაფხულის დილა.
1995 წ.