პოეზია · ლირიკა
თოვლის დასიზმრება
რამდენჯერაც მოინდომე შენი მიცვალებულების მოთქმით დატირება,იმდენჯერ ამოეფარე მოთმინებას, როგორც ბუჩქსდა გულში მოიკალი ყველა სათქმელი,რადგანაც კაცი იყავი დასხვანაირად არ ეგებისო, დაგძახოდნენ.თავისუფლების გმირობა კი ამქვეყნად არ იყიდება.რამდენ ადამიანს ვკარგავთ დამიმოვფანტავთ ხსოვნის და დროის უძირო უფსკრულებში,და ვინც არ გვინდა რომ ჩვენს წარსულად იქცეს,უნდა დავუშვათ ჩვენს ცხოვრებაშიგრძნობად, ფიქრად, ლოცვად და სიზმრად,უნდა დავისიზმროთ თოვლში მოცეკვავე მეგობარიდა მზიდან, თურმე, მზეს ვერ დაინახავ.მიცვალებულთ კი უფანტავენ განვლილ გზებზე დამჭკნარ ყვავილებს,და სიკვდილი უკან დაბრუნებული, აქეთობისას, მათაც გათელავს.თუ მოგინდება გამოჯანმრთელება ღამისაგან,გადაისხი სისხლში ნათელი,თოვლის ნათელი,რომელმაც გააჭაღარავა იაკობ ნიკოლაძის ბიუსტი,ჩემი დროებითი საცხოვრისის ეზოს პირდაპირ.და მერე ბოლოს და ბოლოს დაგეღლება გაწვდილი ხელიცდა თუ წელშიც გაიმართები თავს ზეცას მიარტყამ,და კიდევ არ მაქვს გარკვეული, რაა ამბოხი _მაშინ როცა ყველა ნაბან წყალს გადამაყოლეს!