პოეზია · ლირიკა
თუთუნის ბოლის ღრუბელს
საღამოს,როცა აგრილდება,როცა მარადიული დევნილობის საბურველითიმოსებიან გზებზე მგზავრები,მიწა გამოსცემს დღის განმავლობაშიდაგროვილ სითბოს.ქალაქის ბავშვებიც უღმერთოდ დაიხარჯნენშადრევნის ჭუჭყიან აუზში ბანაობით,ბევრმა გადაწყვიტა თავი პირწმინდად გადაიპარსოს,რითაც წარსულის ტკივილის გროვებსდავიწყებას გადასცემსდა თვალებახელილთა სიზმრებს ბინდ-ბუნდით შემოსავს.
ეჰ, ადამიანი ყველაფერს ეგუება,ახლახანს გამოვექეცი აგურის ტაძრიდანბერებს და მონაზვნებს,ცხადად ვიხილე მარტოობის უდაბნოები,მზის ცხელ გულზე დანაოსებნი.ჩიტებიც მიწასთან ახლოს დაფრინავდნენ,ალბათ იწვიმებსდა ამიტომაც ემზადებიანშესაშური საქებარი სიტყვებისთვისწყლების მხვნელები.
ყველაფერი იდუმალებით არის მოსილი,შენდამი თქმულიც და არ თქმულიცდა ყოველ ღამით, თორმეტ საათზე,მეშვიდე სართულის აივნიდანწარმოთქმული აღსარებებიც,და სიოს ამბორიცარის იდუმალი.
ცაში მფრინავი ჩიტების ჩრდილებიმიწაზე დაცურავენ მოწამეობრივი სიჩუმესავით -და ვერც გამიაპრილეს,და ვერც გამიმაისეს,მე კი ნოემბერში დავიბადე,როცა დედამიწას მარტოდ ტოვებენ,ქრისტესშობამდე,თვის ტკივილებთან ანგელოზები.
შარშან პირველად შევიგრძენითუ როგორ ვდნებოდირძესავით აჭრილი მდინარის სუნთქვაშიდა როგორ შეიშალნენ გზების ცქერაში,ტანჯვით შობილიჩემი თვალები,ჩემი ხელებიდა ჩემი შუბლი.
რომ გავიზარდე ნაღველი მტკიოდა,მაგრამ, მაინც, ლუდში ვბანაობდიდა სიზმრებს კვლავაც ცხადად ვხედავდი.ვიდექი მუდამ ჩარაზულ კართანდა ვცდილობდი იავნანების გახსენებას.
ტკივილი ისევ გვაქვს,სულის ქარიშხლებიც ხშირად მკაცრადგვისწორდებიან დამოვიარე მთელი ქვეყანა _გალილეიდან იუდეამდე,საღამოს სიგრილის მოლოდინშიქვიშაზე განვენთხეიმედის ღეჭვითდა თუთუნის ღრუბლის ცქერაში,თანამედროვეთა და მზის მცხუნვარებისსიმკაცრეშიდა ჰეი, სადა ხართვისთვისაც გასცემენ უწრფელეს ლოცვებს,სად დაიკარგეთ?ჰეი, სად დაიკარგეთ?!.