↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

სხივი ტალღებში

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2024-08-131 წთ საკითხავი95271 ნახვა

—
ციკლიდან „ეპოქა“
სულ ერთი არის, სულ ერთი არის,უნდა ვიშრომოთ, წინ მივდიოდეთ.გუშინ ცხოვრება არ გვიბრალებდადა გზა მოცული იყო წყვდიადით.წყვდიადი იგი გადაიფანტა,სხვა აღტაცება მოვიდა ოდეს,პოეტიც მარად დაუღალავადუნდა შრომობდეს, უნდა იბრძოდეს.გვიხმობდა ცეცხლი და აღელვება,ის გვიხატავდა სულ ახალ მხარეს,სადაც უფსკრულში შთამჭვრეტი ცქერითწინასწარ გრძნობდნენ ხანას ელვარეს.შენ გადალახე ბრძოლით მთა-ბარი,თავისუფლება დიდხანს ეძებე,შენ არ ყოფილხარ ცის თანაბარი,არც უსაგანო და მეოცნებე.შენ არ იცოდი გზაჯვარედინი,ევლინებოდი მტერს დამამხობლად,შორს რომ მოჩანდა გზა სასურველი,ახლა იგი გზა არის მახლობლად.
1928
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი