↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

სხვისი სისპეტაკე უფრო აგიჟებს

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2024-08-131 წთ საკითხავი95272 ნახვა

—
სხვა გიჟებს სხვისი სისპეტაკე უფრო აგიჟებს,ვით გულგრილობა და არა ცნობა.ეს უნდობარი აღტაცება შენ არ გაგიშვებს,თუმცა ხანდახან ნებდება გრძნობა.
გული მღელვარებს უცნაური რაღაცა ფიქრით,გულს შიში იპყრობს და ღელავს მკერდი...რაა ეს გრძნობა? სიყვარული? საითკენ მივჰქრით?არ გადვიჩეხოთ, არ გაწყრეს ღმერთი.
მას მოეჩვენა, რომ ეს ხმაა სამარის ლოდის,თითქო დემონი უკრავს ჭიანურს,რაღაც აჩრდილი ქვეყანაზე მიდის და მოდისდა ახშობს წყურვილს ადამიანურს.
არვინ ოცნებობს გამოხედვის ცეცხლზე და ალზე,მოგონებაა კუბოს და ცხედრის,ფიქალზე მკერდზე არ ოცნებობს, არც გულზე - ზღვაზე,ის მხოლოდ... ციურ ალერსზე გვედრის.
1927
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი