↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

სხვადასხვა გული

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2024-08-131 წთ საკითხავი95269 ნახვა

—
ციკლიდან „ეპოქა“
ტფილისს მზეების დაეცა ტბორი,გრიალებს თერგი, არაგვი, მტკვარი.კავკასიის მთებს გავსცქერით ორი,სხვადასხვა გული, სხვადასხვაგვარი.ან თემურლანგის, ან ჯარის სხვისის,ცეცხლად რომ იქცეს მზეთა ეს ალი,დასწვას, აანთოს მთელი ტფილისი.დასწვას. ცრემლს მაინც არ დაღვრის თვალი.შრომა აღადგენს გააფთრებული,რასაც დაანგრევს სიმძაფრე ავი.შრომით ტფილისის გაკაჟდა გული, -აი, რა არის თავი და თავი.
1928
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი