↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ტალახში

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2023-08-131 წთ საკითხავი95265 ნახვა

—
ქალაქებიდან სოფლებისკენ დაიძრა ჩარჩიყალბი ფულებით, დატვირთული როგორც აქლემი,ფულს გაანაღდებს ჭირნახულში, სოფელს აჩეჩებსთვითმპყრობელობის დროინდელი ქაღალდის ქისას.გზებია სოფლის ოღრო-ჩოღრო და დანგრეული,ურმის ბორბლები ორმოებში მძიმედ ეფლობა,კამეჩებს უჭირთ ტალახიდან მათი ათრევა.- მომეგებენით, - მხიარული ფიქრობდა ჩარჩი, -მომეგებენით! მოალაგეთ აქ ჭირნახული,თორემ გავიდა შემოდგომა! აჰანდე შენა.თანაც იგონებს სხვა სოფელში შენამთხვევ ამბავს:ღრიანცელითა და ყვირილით მას გზაში დახვდასოფლის ქალების მთელი გროვა, დაუწყეს ცემა.უცხო მგზავრები ჩაერივნენ მაშინ საქმეში,ჩარჩს დაანება ყველამ თავი - და იერიშიმათზე მიაწყდა, ვინც მოვიდა გასაშველებლად.იყო ყვირილი, მუქარა და ლანძღვა-გინება...ჩარჩი ეხლა სხვა სოფლებისკენ მიედინება.ყალბი ფულებით დატვირთული და მოღიმარი,შემოდგომაზე ტალახებში მავალი ჩარჩი.
1920
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი