↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

კალიები და მოციქულები

კაკაბაძე ირაკლი

2026-07-181 წთ საკითხავი3061 ნახვა

—
ნეტავ, სად არის მოუსვლელის გზა ან ბილიკი,სად ჩამოკიდეს უმკაცრესი, უტყვი გრიგალითიმ სოფლის კარი, საიდანაც არ ისმის ხმაი.ჩამავალი მზის ჟანგიანი ცაშარაგზის მოციქულებს საკუთარ მისიაზე დააფიქრებსდა ეს ცა _სკლეროზის ელემენტებით დაჭორფლილიმხოლოდ შეცდომებს დაგვიმახსოვრებს.გახსოვთ, კალიები რომ შემოესივნენ ქალაქსხასხასა სიმწვანით?მერე როცა უსამშობლობისასეჭვების თოვამ გამთოშადა ყველასაგან გამანაპირა,ისე მომენატრა ის მწვანე სიმწვანედა ისე მომწყურდა,რომ სიზმარშიც ჩამყვა და ამეკვიატა.ჩაფიქრებული მოციქულები კისაკუთარი თავისაგან იკურნებიანდა თავდაჯერებით სნეულდებიან.
კაკაბაძე ირაკლი

კაკაბაძე ირაკლი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი