პოეზია · ლირიკა
კედელი
გადააწვენს ხეებს თოვლი,გადააწვენს ხეებს თოვლი _მძიმე და სველი.ლპობაა ყველგან,გრძნობებისთვის ადგილს ვერ ვხედავ,და ქალაქი უდარდელი და უნდობარიგულძმარვით კვდება.რაც კი მიყვარდა,ამაოა თურმე ყოველი,ან ის მიყვარდა, ვინც სიყვარულზე მეტადსიძულვილს იმსახურებდა _ვინც გახსნილ გულში შემომიხედადა ჩამაფურთხა,ვინც უსულობის კომისარიადა ყოველდღიურად უტყვიოდ მკლავდა.ლპობაა ყველგან,ღრუბლებს ვხატავთ ჰაერში სუნთქვით,და უნდა შევჩერდეთ,უნდა იშვას მდუმარებაში და სითეთრეში,თოვლია თეთრიდა სუნთქვა ჩვენი,რომლითაც ჰაერში ღრუბლებს ვხატავთდა იმ სურვილებს,რომელთა ფერისცვალებისთვის ჩვენ მას ვუხმობდით.დიახ, მე მიყვარს კედელი!რომ შეიძლება მას თავი ახალო,მჯიღები უბრახუნოდა თავატკიებული ან თვალდახუჭული ისე დაგეჯახოს,როგორც სიზმრიდან გადმობიჯებული სიმართლე.მე მიყვარს მისი ბეჭედდასმული მდუმარება,ქედმაღლობა და გულზვიადობადა რომ არც ერთ კითვაზე პასუხს არ ველი.მიყვარს კედელი!წერტილს რომ უსვამს მარტივ გამოთქმებსდა რაც მიყვარდა,ამაო იყო, თურმე, ყოველი.და რომ გულჩვილობას იჩენს ცხოვრება დროსთან,და რომ საათები ამსხვრევენ ოცნებებს,და რომ დავქორწინდიაღარ ვწერ ლექსებს,და რომ ჩემს ცოლს მუცელი მოეშალადა უკვე აღარავინ მამსგავსებსხმელთაშუა ზღვის გაღმა ნაპირელს.დღეს კი შობაადა ვარსკვლავებს ვათვალიერებთ _მე და ჩემი ცოლიდა ვაკვირდებით ცას ჩვენი ფანჯრიდან,გვაინტერესებს რომელ ვარსკვლავზე დასახლდა ბავშვი,რომელიც არა გვყავს.თოვლია თეთრიდა სუნთქვა ჩვენი,რომლითაც ჰაერში ღრუბლებს ვხატავთ.მიყვარს კედელი!