↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

მთელი წელია

ჭილაძე ოთარ

2001-09-121 წთ საკითხავი40768 ნახვა

—
მთელი წელია, რაც მე ვწევარ ამ კალაპოტშიმდინარის ნაცვლად... მთელი წელია!მიწის ლაჯებში მოფართხალე წყალი ჰგონიათჩემი სიცოცხლე. მთელი წელია!ცას და ქვეყანას, როგორც ხიდზე მიმავალ გოგოს,სუნთქვაშეკრული ამოვყურებ. მთელი წელია!მთელი წელია, მოლოდინის ხორკლიან კედელსნასროლ ბოთლივით ზედ ვემსხვრევი. მთელი წელია!მთელი წელია, შეეზარდა თმა წყალმცენარეს,სხეული ლოდებს, თვალი სივრცეს. მთელი წელია!მოდი, ფეხები ჩამოყავი ჩემს გრილ ზვირთებში,პირზე შემისხი, მდინარე ვარ, მთელი წელია!გული კი ფეთქავს, ვით აბგაში ცოცხალი მწყერი,ანდა საათი ბალიშის ქვეშ... მთელი წელია!
1970
ჭილაძე ოთარ

ჭილაძე ოთარ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი