↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

მიწაზე მძიმე

ჭილაძე ოთარ

2001-09-123 წთ საკითხავი40768 ნახვა

—
ვუძღვნი დედას
მომეცი ნება, შენს ყორეზე მოვითქვა სული,შენი ლეღვის ხე მოვჩრდილო და შენს წყაროშიჩავყო ფეხები, ფესვებივით, რომ ერთხელ კიდევვცადო საცდელი, ერთხელ კიდევ, რადგან ვერავინვერ მიუდგება ჩემს სატკივარს, მე მტკივა იგიდა მევე უნდა ამოვძირკვო, რომ მის ფოსოშისინათლესავით ჩავაყენო შენი ღიმილი,მე ვუყვარვარ და არ მწყალობს,რადგან სხვებივითარ შეუძლია ითვალთმაქცოს და ჩემი მატყლიააჩხრიალოს კაკალივით...არ შეუძლიადამიბინძუროს, გამიქარწყლოს და დამავიწყოს,რაც კი არსებობს ჩემში მძიმე, მკვრივი და მკვეთრი,კეტად რომ უნდა მოვიმარჯვო, თუკი ოდესმემშიერ ძაღლების ორღობეში მომიწევს გავლადა არყოფნაზე ამაზრზენი დადგება წუთი,რომელმაც უნდა დაამტკიცოს, რომ ჩემი სულიცადამიანის სული იყო და არა ბუშტიფილტვებში გამთბარ ჰაერისა, რითაც ვარსებობდა ვარსებობ, არ მაქვს ნება, დავხუჭო თვალი,მოვკუმო პირი, დავიკრიფო გულზე ხელები,დაბლაგვებული ნიჩბებივით, რომელთაც უკვეარ შეუძლიათ მიწის მოთხრა, თუმცა იციან,რომ ამ მიწაში ასვენია ღმერთის ცხედარი -დრო რომ აყრია, საწყალს, გულზე მიწაზე მეტი,მიწაზე მძიმე, შეუვალი, ბნელი და გრილი,ბრძენი გველი რომ შემაჩეჩა ყავარჯნად ხელში,მხარზე მამალი რომ შემასვა და თბილი თესლითცერცვის პარკივით რომ გამავსო... და ბეჭედივითამ ცას და მიწას დამაჩნია...
მე კი, დაღლილი,ყორეზე ვზივარ და ლეღვის შტოს ვიწოდებ კავით,მზემ რომ არ დამკრას, შიმშლმა რომ არ შემაწუხოს,დრო რომ მოვიგო...მაპატიე ეს ერთი წამი,ეს ერთი წამი სისუსტისა და უმეცრების:მეც ხომ შვილი ვარ,ლეკვი,ბარტყი,ჭუპრი თუ კვერცხი...მეც მოვინდომე უზრუნველად კდომა შენს ჩრდილშიდა მავიწყდება, რომ ჩემს მეტი არ ჰყავს პატრონიკერიის მწარე კვამლის სუნით გაჟღენთილ კაბასდა თავსაფრიდან გამოჭყეტილ ჭაღარა წარსულს,ზედ რომ მეყრება ნაცარივით, როცა მძინარესბეჭებს მიზომავ, ფახს მისინჯავ და ისე მკოცნი,თითქოს შხამს მწოვდე იარიდან...შვილი ვარ შენი!მე შენს საშოშ, ვით ქურაში, ვარ გამომწვარიდა უკვდავი ვარ!უკვდავებით ვარ დაქანცული!ამის ბრალია წამიერი ეს გაოგნებაც,ამის ბრალია გულუბრყვილო ჩემი ფიქრები,ტყუპებივით რომ დაემსგავსნენ იმ გლეხის ფიქრებს,ერთი წლის სარჩოს რომ თხოვს მიწას,ერთი წლის ვადითრომ იხანგრძლივებს არსებობას...ერთი წლის ვადით!რათა საფლავშიც ჭიასავით არ ჩაჰყვეს ფიქრიდაბინავებულ ჭირნახულის, ძროხის თუ ქალის...თითქოს მინდორში ცეცხლს ვაღვივებ და სიბნელეშიმეც ვიფოფრები და ვწითლდები ნაჭვერდალივით,მაგრამ არ ვიცი, ეს სიწითლე რისი ბრალია:სიყვარულის თუ სირცხვილისა... ორკაპ ჯოხივითეს ორი გრძნობა სასულეზე მაქვს მობჯენილი,სიკვდილის ნება რომ არა მაქვს, მეც კარგად ვიცი,წინ ერთი გზაა, შენი ფრჩხილით ამოკაწრული,შენი ტკივილით დატკეპნილი და მოკირწყლულიგაქვავებული სიჯიუტით და მოთმინებით...უკაცურია ეს გზა თითქმის და ამიტომაცმოსაწყენია მარტოხელა მგზავრისთვის იგი:წინაპრის ლანდი გადაირბენს ათასში ერთხელ,ან მოსახვევში დაგიხვდება წყაროდ ქცეული,თავის სულშ რომ ჩაგახედოს და წყალთან ერთად,გადაგდოს სენიც სითამამის და თავგანწირვის...დაუმთავრებელ ძეგლებივით დგანან დღეებიდა ღამეები ნაუცბათევ საფლავებს ჰგვანან -ყველა ძეგლს უნდა შევამატო მე სულის სისხლი,ყველა საფლავში უნდა ჩავწვე, რომ ბგერასავითგანვთავისუფლდე დუმილისგან, ანდა შუქივითგანვთავისუფლდე სიბნელისგან და ფოთოლივითშემოვაბრუნო ჩემსკენ სმენა და თვალი.
1971
ჭილაძე ოთარ

ჭილაძე ოთარ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი