პოეზია · ლირიკა
მოლოდინი
გაუჩინარდა სარკმელში ტოტი,საკვამურებიც და მავთულებიც...აღარაფერი არ ჩანს სრულებითდა როგორც შავი ყინულის ლოდი,დუმს ტელეფონი...
მაგრამ დუმილიც თანდათან კარგავსთავის საზარელ აზრს და უფლებასდა მესმის, როგორ ესაუბრებაკედელი კედელს, საგანი საგანს.
თუმცა მე უკვე აღარ მაქვს ნება,რაიმე გრძნობა მქონდეს შენდამიდა მტვრად ედება ჩემს გლუვ ზედაპირსთავგანწირული და ლაღი ვნება.
მაინც რაღაცით უნდა გავერთოდა ავიტანო დარიც და დამღაც,რადგან ჩემს ნაწილს შეადგენს ახლაის, რაც დარჩება ჩემგან საერთოდ.1966წ