↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

კონსტანტინე ჭიჭინაძე

ჯაფარიძე ნუგზარ

2026-07-181 წთ საკითხავი795 ნახვა

—
მარტმა ნისლებით მოიტანა ეს გაზაფხული,ტყემლებსაც სძინავთ, ესიზმრებათ ფეთქვა კვირტების,პატარა სახლში, დედოფალი ჯერ არნახული,გუშინ მოვიდა და დაბრძანდა ხვალის იმედით.
აღარ ვბერდები, უსათვალოდ ვხედავ სამყაროს,რა ლამაზია საქართველოს ელისაბედი,ძველი ცოდვები ძველ გუდაში უნდა ჩავყარო,რახან ვიპოვე განძი, გულზე მისადაგები.
მღერის, სულ მღერის და იცინის მამის თვალებით,მისთვის სიცოცხლე სიმღერაა, დღე სახვალიო,გადავიფიქრე, აღარ მინდა გარდაცვალება,ჩემი დედოფლის ქორწილშიც ხომ უნდა დავლიო.
მერე კი, მერე გზას გავყვები ძველი გარგანით,მდინარის გაღმა მეგულება ჩემი ედემი,წლები მიდიან ულმობლად, ჩუმი დგანდგარით,მაგრამ მე შენთვის სულ ვიქნები, არ დავბერდები.

ჯაფარიძე ნუგზარ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი