პოეზია · ლირიკა
ჩვენ ვიქნებით
ნარგიზ აბაშიძეს
თუნდ სიზმრად იყოს,თუნდ ცხადად ახდეს,დაგბრუნებოდეს შენი ქალაქი,დედოფალს მეკვლედ თემური გახლდესდა საქართველომ ხვავით, ბარაქითწინ გაგიშალოს ფიანდაზებადდაუნახავი ღვაწლიც, ამაგიც.
გაზაფხულს ნისლის ბლონდები შვენის,შენი სამოსი ძოწისფერია,გზაარეულებს ისევ შენ გვშველი,ჩემი სიზმარიც ასახდენია.
მალე, სულ მალე გაიკრიფება,ქარებს გაყვება ცივი ნისლები,დაგვიბრუნდება ძველი დიდება,ესენი წავლენ, ჩვენ კი ვიქნებით.